საბაჟო გამშვები პუნქტის, „კარწახის“, ტერიტორიაზე
თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ს., რომელსაც
ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე
ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი - 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი,
ერთი მჭიდი, 7 ცალი საბრძოლო ვაზნა და 1 ცალი იარაღის ჩასადები
აღმოუჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტს.