ბორჯომში, 27 თებერვალს, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გამარჯვების ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩამდე მცხოვრებ მოსახლეობას (ე.წ. ჩარხისწყლის ხიდიდან - სილამაზის ხიდამდე დასახლებას) მთლიანობაში დენის გარეშე დარჩება 8000-მდე აბონენტი. მიზეზი, რუსთაველის ქუჩაზე, ღვარსაშვებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის გამოც მშენებელმა კომპანიამ ელექტროენერგიის გათიშვის თხოვნით ენერგო-პრო ჯორჯიას მიმართა.