საკირესა და ტაძრისში მცხოვრები 500-ზე მეტი ოჯახი მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში ცვლილებების შეტანას და ამ ორი სოფლის დამატებას ითხოვს. ადგილობრივებს სიფლების დაცლის შიში აქვთ. გუშინ ორი სოფლის მოსახლეობას ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი მარინე ნოზაძე შეხვდა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო.