21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ამისათვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა განიხილა. კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ 8 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი ექნება. მთავრობის სხდომაზე ასევე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თხილის გადამამუშავებელი საწარმოს, ჩაის აღორძინების პროექტი და რძის გადამამუშავებელი კომბინატის შექმნის პოექტი განიხილეს.