ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის. 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნეს იდეის წარდგენის და დაფინანსების მოპოვების საშუალება ეძლევათ. "ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი" თბილისსა და 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მთლიანობაში დაფინანსდება 30 პროექტი, თუმცა მანამდე მოზარდების გადამზადება მოხდება. მსურველებს აპლიკაციის შევსება 28 თებერვლამდე შეუძლიათ.