23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
უნივერსიადა ჩატარდება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 100-დან 120 სპორტსმენამდე. "ზამთრის უნივერსიადა 2016"-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. შეჯიბრის გენერალური სპონსორია ‘'კავკასუს ონლაინი''.
ტურნირთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრა და პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ უპასუხა.
უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ
სახეობებში:
1. სათხილამურო კროსი (ვაჟები, გოგონები).
2. სნოუბორდ კროსი (ვაჟები).
3. პარალელური გიგანტური სლალომი (ვაჟები,
გოგონები)