ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიას კიდევ 1 დედათა მონასტერი ლიკანში შეემატება. ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის სახელობის ტაძარში მოღვაწეობას დედა პარასკევა მონაზვნებთან ერთად დაიწყებს. ამ ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი დღეს ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ ჩაატარა. ტაძარი მშენებარეა და მისი გახსნა წლის ბოლოს იგეგმება.