ბაკურიანში თოვლსაფრქვევი დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ახალი აგრეგატები, თოვლის ზარბაზნები, დიდველის ფერდობზე განთავსდება.

2022 წელს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება, რომელიც 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის სატესტო ღონისძიებაა.

შეჯიბრების წინ, ტრასების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


Print