ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქვაბისხევში
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრებ 11 ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა. სოფელში ბუნებრივი გაზი არ არის. ადგილობრივებისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება საშეშე მერქნია. აქაურებს წყლის გათბობა ზაფხულშიც შეშის ღუმელზე უწევთ.
თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით 11 ოჯახი შეშის დაზოგვას შეძლებს, ნაკლებ ხეს მოჭრის, მზის უფასო ენერგიას მოიხმარს და მეტ სარგებელს ნახავს.
პროექტს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომი“ ა.ო. სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან ახორციელებს. „ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით“- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


Print