მასწავლებლად საკუთარ სკოლაში
ასია ანტონიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულაში ცხოვრობს. სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა მეზობელი სოფლის, ბალანთის საჯარო სკოლაში გააგრძელა და წარჩინებით დაამთავრა.
ამჯერად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტია და მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად ემზადება. ახალი წლიდან კი საკუთარ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდება. მომავალი პროფესია ოჯახთან ერთად შეარჩია.


Print