თებეს ოჯახი
ვიდეოში გიყვებით ბორჯომის შშმ პირების დღის ცენტრის „თებეს“ შესახებ. ეს არის სივრცე სადაც 45 ბენეფიციარი დღის დიდ ნაწილს ატარებს. თებე არის სახლი, სადაც თითოეულ მათგანს მიუხარია.

აქ აქვთ ერთმანეთთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის, საკუთარი ინტერესების გამოხატვის, ღონისძიებებში მონაწილეობის და შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა.

თებე არის ერთი დიდი, პოზიტივით და სიყვარულით სავსე ოჯახი.

დღის ცენტრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. დღემდე სტაბილურობას სხვადასხვა ქვეყნის დონორების და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ინარჩუნებს.









Թեբեի ընտանիքը





Print