მოხალისეობა ჩემი პასუხისმგებლობაა
სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ინტერესების მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათი მთავარი მიზანი, ტყის ხანძრების პრევენციაა. მოხალისე მეხანძრეების რიგებს ყოველწლიურად უერთდებიან ახალი სახეებიც. უფროსების დაწყებულ საქმეს სამომავლოდ სკოლის მოსწავლეებიც გააგრძელებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყალიბდება მოხალისე მეხანძრეთა კლუბები.

გაიცანით ბორჯომის მოხალისე მეხანძრეები. მოხალისეობა მათი მთავარი პასუხისმგებლობაა.






ფილმი მოამზადა "ნაკრესმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ფილმის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია "ნაკრესი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ს ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. 


Print