ევროპა ჩვენში
"იტალიიდან დაბრუნებულმა, მიზნად დავისახე ევროპული ანაზღაურება ბორჯომში" - ნატალია მესხი
ხანდახან დღე-ღამის განმავლობაში ოცდაოთხ საათს მუშაობს, სამ სამსახურს ერთმანეთს უთავსებს და ცდილობს იმდენი გამოიმუშავოს, როგორი ანაზღაურებაც ევროპაში ყოფნის დროს ჰქონდა.


იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა, საკუთარ თავს პირობა მისცა, ბორჯომშიც შეძლებდა ევროპული ანაზღაურების მიღებას. პირობა შეასრულა, სამი წელია საკუთარ ქალაქში მიტანის სერვისზე მუშაობს, გაზეთებს არიგებს, პარალელურად ბაკურიანის საზოგადოებრივი ავტობუსის მძღოლია და მგზავრებს ემსახურება.

ნატალია მესხი საკუთარ თავს თავად გაგაცნობთ.









Print