ევროპა ჩვენში
ევროკავშირის ინსტიტუტები
თავდაპირველად, თითოეულ ევროპულ გაერთიანებას (ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური კავშირი და ევრატომი) საკუთარი კომისია და საბჭო ჰქონდა. 1965 წელს ხელმოწერილი ე. წ. შერწყმის ხელშეკრულებით (Merger Treaty) ეს ორგანოები გაერთიანდნენ და სამივე გაერთიანებისთვის საერთო კომისია და საბჭო არსებობდა. პარლამენტი, მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო კი, შექმნის დღიდან საერთო ორგანოები იყვნენ.

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია:

ევროპის პარლამენტი
ევროპული საბჭო
ევროკავშირის საბჭო
ევროკომისია
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო
აუდიტორთა სასამართლო
ევროპის ცენტრალური ბანკი


ევროპარლამენტი -751 წევრი ახორციელებს კონტროლს, გადის კონსულტაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭო
- შედგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან – განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი – ევალება საბჭოს სამუშაოს მომზადება, შეხვედრების წარმართვა და კონსენსუსის მიღწევა.

ევროკომისია - შედგება 27 ევროკომისრისგან ახორციელებს საკანონმდებლო წინადადებების ინიცირებას სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, ადგენს ბიუჯეტს.

ევროკავშირის საბჭო - შედგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დარგობრივი მინისტრებისგან. იღებს გადაწყვეტილებებს სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო
- ახორციელებს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად იქნას გამოყენებული ყველა წევრ ქვეყანაში.

ევროპის ცენტრალური ბანკი
- თანამშრომლობს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან. ერთად ისინი ქმნიან ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას.

ევროპის აუდიტორთა სასამართლო - ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს. მისი მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხების ხარჯვის პროცესზე.



წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.






ვიდეო მომზადებულია: CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ.

Print