ევროპა ჩვენში
"ვიზიტით გავაანალიზე, რამხელა სხვაობაა ქართულ და ევროპულ პოლიტიკურ კულტურას შორის" - გიორგის ვლოგი
ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ევროსასამართლო, ნატოს შტაბ-ბინა - ეს ევროპული ინსტიტუციები ბორჯომელმა ახალგაზრდამ გიორგი დათუნიშვილმა, გაცვლითი ვიზიტის დროს მოინახულა.
გიორგი ვლოგში გვიყვება, რომ გაეცნო იმ სამუშაო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც მსოფლიოში პოლიტიკურ ამინდს ჰქმნის.

სწორედ ამ დროს გაანალიზა, თუ რამხელა სხვაობაა ქართულ და ევროპულ პოლიტიკურ კულტურას შორის.

მიხვდა, სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებისათვის.

ეს ვიზიტი გიორგის პროფესიის არჩევაშიც დაეხმარა.

გაცვლითი ვიზიტი ახალგაზრდებისთვის, ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოეწყო.





ვიდეო სომხური სუბტიტრებით







Print