ადამიანის ღირსების პატივისცემა,
თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა,
ადამიანის უფლებების მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა,
პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა,
სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. ეს არის
ევროკავშირის ღირებულებები, რომლებზეც არის დაფუძნებული
ორგანიზაცია.
გარდა ამისა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია წევრი სახელმწიფოების
ეროვნული იდენტობის პატივისცემის აუცილებლობა. მე-6 მუხლი კი,
ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სავალდებულო ძალას
აღიარებს.
ევროკავშირი მიზნად ისახავს მშვიდობას, კავშირის ღირებულებებისა და
წევრი სახელმწიფოების ხალხთა კეთილდღეობის ხელშეწყობას. ხელშეკრულების
თანახმად, კეთილდღეობა გულისხმობს: ეკონომიკის ზრდას, ფასების
სტაბილურობას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, შიდა ბაზრის შექმნას,
გარემოს დაცვას, სოციალური სამართლიანობისა და კულტურული
მრავალფეროვნების უზრუნველყოფას, ასევე, თავისუფლების, უსაფრთხოებისა
და მართლმსაჯულების სივრცის შექმნას და ა. შ.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ.