covid-19
"როგორ ამოვიცნოთ/გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას" - ტრენინგი მედიისთვის
როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას, - ამ თემაზე სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის ბორჯომში ტრენინგი გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკა და არსებული გამოწვევები ვაქცინაციის თემის გაშუქებისას. ტრენინგს, ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი უძღვებოდა.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით მსგავსი ტიპის ტრენინგები მოიცავს სხვა რეგიონებისაც. ტრენინგების ჩატარება იგეგმება ასევე მასწავლებლებისთვისაც.


პროექტი „ვაქცინაცია საქართველოსთვის” დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Print