ჯანდაცვა
ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში, კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა,
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 11 199 პირი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა.
სამცხე–ჯავახეთში ერთ კვირაში ინფიცირების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება აცრების სტატისტიკას, დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია - 2 882 587, დღიურად აცრილია - 38


Print