covid-19
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.



ამ პერიოდში:

სულ ჩატარდა - 112 564 ტესტი;
დადებითობის მაჩვენებელია - 0,66%;
გამოჯანმრთელდა - 984 ადამიანი;
გარდაიცვალა - 8 ადამიანი.




2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 966​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 819 ​ადამიანი.
Print