covid-19
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 375-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი. 1 108 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



Print