covid-19
სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 235.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი - 18, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 15, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
Print