ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081 PCR ტესტით

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.


Print