ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.


Print