ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.


Print