covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 640 550-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პაციენტი. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





Print