covid-19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631 900-ს.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი. 35 322 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


Print