covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 63 პირს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046-ია საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 772 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი. 78 622 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


Print