covid-19
კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 12 101 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 769.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659, იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი - 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 136.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270-ია, საიდანაც 5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 ადამიანი. 860 მოქალაქეა მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი.
Print