covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 199 პირს დაუდასტურდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 48 595 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 14 405 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 409.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა - 825, იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი - 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827-ია, საიდანაც 5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პაციენტი. 1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.
Print