ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 295 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 617 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 511 800.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა - 1 109, იმერეთი - 2 342, ქვემო ქართლი - 865, შიდა ქართლი - 946, გურია - 447, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 914, კახეთი - 866, მცხეთა-მთიანეთი - 334, სამცხე-ჯავახეთი - 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.


Print