covid-19
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა საქართველოში - 7 თებერვლის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი. გუშინ საქართველოში 33 905 ტესტი ჩატარდა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა - 1 139, იმერეთი - 1 376, ქვემო ქართლი - 628, შიდა ქართლი - 563, გურია - 184, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.


7 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 33.14%;
ბოლო 7 დღის - 30.99%;
ბოლო 14 დღის - 27.37%.


ოფიციალური სტატისტიკით, 7 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 204 345 აქტიური შემთხვევაა. მათგან:

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 947;
კლინიკურ სასტუმროში - 1 926.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მორიგი ტალღის პიკია და სიტუაცია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, ამაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა მონაცემები იქნება ამ კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთა 90-95%-ს "ომიკრონი" აქვს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 325 838 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 246 ადამიანი.
Print