ჯანდაცვა
დადასტურდა კორონავირუსის 26320 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 44 ადამიანი, 9 555 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 84 658 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 59 912 ტესტით, ხოლო 31 746 PCR-ით. 1 თებერვალს აიცრა 6 714 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.



ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 226 444 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 030 065 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 060 კი გარდაიცვალა.



Print