ჯანდაცვა
,,მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს"-ჯანმო
ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა.

”მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ „ლოქდაუნს“, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.


„ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც,“- აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 22 239 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
Print