covid-19
კოვიდინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124.

ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 016 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 24.96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572-ია, საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი.
Print