covid-19
17 484 კოვიდინფიცირებული, 3 699 გამოჯანმრთელებული - 27 იანვრის სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771-ია. მძიმე პაციენტია 980 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პაციენტი. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.
Print