ჯანდაცვა
აცრისთვის 200 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც
საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აცრებთან დაკავშირებული ე.წ. წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, იანვარშიც გაგრძელდება და დაიწევს ასაკობრივი ზღვარი.

"იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ცნობით, გარდა იმისა, რომ პროგრამა მომავალი წლიდანაც გაგრძელდება, დაიწევს ფინანსური წახალისების მიმღებთა ასაკიც.

„აქვე კიდევ ერთი სიახლეა - ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე“, - აღნიშნა ღიბრაძემ.
Print