covid-19
კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 090 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 922 707-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.41%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216-ია. 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი. 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 25 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 პირი.
Print