covid-19
სამცხე-ჯავახეთს 50 კოვიდინფიცირებული ჰყავს
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819-ია. 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 პირი.
Print