covid-19
სამცხე-ჯავახეთში 26 კოვიდინფიცირებულია
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 195 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 858 949.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114-ია. 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ დროისთვის მძიმე პაციენტია 1 426 პირი. 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 30 264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი.
Print