covid-19
ბუსტერ დოზის გაკეთება უკვე 5 თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პფაიზერის ბუსტერ დოზით ადმინისტრირება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი. ათვლა მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან იწყება. ე.წ ბუსტერ დოზად მოქალაქემ შესაძლებელია იგივე ან სხვა ვაქცინა გამოიყენოს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი შუალედით არის შესაძლებელი.

12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო პფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.
Print