covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 113 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 871 580-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 613, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.

1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 პირი.




Print