ჯანდაცვა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 12 258 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა.
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 857 933 დადასტურებული შემთხვევა გამოვლიუნდა,
მათ შორის გარდაიცვალა- 12 258 ადამიანი.
Print