covid-19
საქართველოში კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.95%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 865, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.



Print