covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 974 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 783 987.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 660 ადამიანი.



Print