covid-19
PCR ტესტის ვალდებულება საქართველოში სახმელეთო საზღვრის კვეთისას იხსნება
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"PCR ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“, - აღნიშნავს ღიბრაძე.
Print