ჯანდაცვა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 50 026 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 446 შემთხვევა. 5 320-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
კოვიდის ვაქცინით სულ აცრილია - 2 074 270, დღიურად აცრილია - 7 307
Print