ჯანდაცვა
,,ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მიმდინარე აქციების პროცესი"'-თამარ გაბუნია
ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ეპიდვითარება შეაფასა.
„დღეს მთავარი არის ის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას ხელს უწყობს.
რაც შეეხება ვაქცინაციის გააქტიურებას, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული.
„8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. 8 ნოემბრიდან ვაქცინაცის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა, ამან სტიმული მისცა ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას.



Print