covid-19
საქართველოში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა:

თბილისი - 1 596,
აჭარა - 135,
იმერეთი - 598,
ქვემო ქართლი - 240,
შიდა ქართლი - 307,
გურია - 77,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236,
კახეთი - 327,
მცხეთა-მთიანეთი - 57,
სამცხე-ჯავახეთი - 99,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.


გარდაიცვალა 81 პაციენტი.

Print