საქართველოში კოვიდვაქცინის ორივე დოზიდ აცრილია 961 973 ადამიანი
ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან
დღემდე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 032 939 ადამიანი.
სამცხე -ჯავახეთი რეგიონებს შორის,
ვაქცინირებული ადამიანების მიხედვით ბოლოდან მეორე ადგილზეა, რეგიონში
ჩატრებულია 20152 კოვიდ აცრა.
ბოლო ადგილას, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია 15983 აცრით.
საქართველოში კოვიდვაქცინის ორივე დოზიდ აცრილია 961 973
ადამიანი.
იმუნიზაციის ტემპის გასაზრდელად საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება,
200-ლარიან დანამატს მიიღებს. დეტალებზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული
პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე გაიკეთებს.
დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.