covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.
Print